კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა

იმ გამოწვევების გამო, რომელიც ქვეყანამ განიცადა უცხოური ვალუტის შემოსავლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ „ინეტრპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას შეეხებოდა.

როგორც გვენეტაძემ განმარტა, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისათვის უალტერნატივოა.

„საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და აღნიშნული რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად, მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას, რომ ინფლაციის, მისი მიზნობრივი ნიშნულისკენ სვლა განაპირობოს საშუალოვადიან პერიოდში, ამით მიღწეულ იქნას ფასების სტაბილურობა.

ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა. არც რომელიმე ვალუტის კურსის მართვა. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისათვის უალტერნატივოა. შეიძლება ითქვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც დადებითი ბალანსი აქვს მიმდინარე ანგარიშის, დიდი საერთაშორისო რეზერვები, კურსის დაფიქსირება იგივე ამერიკულ დოლართან ან ევროსთან ძალზედ ხარჯიანი და საფრთხის შემცვლელი იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, კურსის სტაბილურობისთვის ვაქცინაციის ტემპის დააჩქარა მნიშვნელოვანია, რადგან ამას ტურისტების ზრდა მოჰყვება.

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან. ვხვდებით, ვსაუბრობთ, განვიხილავთ საკითხებს. გეგმას რაც შეეხება - ეს არის ვაქცინაციის წარმართვა, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება, წესების დაცვა, რომელსაც ტურისტების ზრდა მოჰყვება და შეანელებს დაწოლას წნეხზე გაცვლით კურსზე. ინტერვენციებს რაც შეეხება, წელს უკვე ჯამში 250 მილიონი დოლარი გავყიდეთ, შარშან - 916 მილიონი, რაც საკმაოდ დიდი თანხებია. რეზერვების დაგროვების გარეშე შეუძლებელი გახდებოდა ამის გაკეთება. ასევე, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგიც, რომელიც მიიღო ქვეყანამ. ასევე, იმ ადეკვატური ნაბიჯების მიღება რაც მნიშვნელოვანია, თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილება.

საბანკო და არასაბანკო ფინანსურ სფეროსაც, რომ შევეხოთ ზუსტად იმ ზომების განხორციელება, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და კიდევ გვაქვს დაგეგმილი. ეს არის ზუსტად ის ნაბიჯები, ის გეგმა, რომელიც შეასუსტებს წნეხს გაცვლით კურსზე. სხვანაირად ეს აბსოლუტურად შეუძლებელია“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ