შალვა პაპუაშვილი - "ნაცმოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" აგონიაა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ დამარცხდნენ

ეს არის აგონია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი", რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ დამარცხდნენ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის თაობაზე ნიკა მელიას პოზიციას.

მისი თქმით, მელია ეძებს გზებს, რომ რამენაირად ისე გამოვიდეს, რომ საკუთარი რეპუტაცია შეინარჩუნოს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც "ლელოს"ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაახმოვანა, რაც 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს, პაპუაშვილი მასაც შეთანხმების აღსრულების ჩაშლის მცდელობად აფასებს.

"თუკი ასეთი ინიციატივა არსებობს, ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეთანხმების შესრულება ჩაიშალოს და შემოაგდონ ახალი თემა. სალაპარაკო თემა არის ერთადერთი, ეს არის შარ მიშელის დოკუმენტი, სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია. გუშინწინ ამბობდნენ, რომ მზად არის გამოვიდეს, თუ ევროპარლამენტარები თავდებში დაუდგებიან, მერე თქვა, რომ არა, მზად არის იმ შემთხვევაში გამოვიდეს, თუ ისინი გადაუხდიან გირაოს, ახლა ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია უნდა იყოს და ამის შედეგი რა იქნება, გამოვა?- არ ვიცი, ეს არ უთქვამთ. ეს არის აგონია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი", რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ დამარცხდნენ, დასრულდა ის ბრძოლა რაც მათ ჰქონდათ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. აქ არის გამოსავალი, რომ ან აღიარონ ეს მარცხი, მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შემოვიდნენ ან გააჯიუტდნენ ამ თავის მარცხში, არ აღიარონ და მარგინალიზირდნენ საბოლოო ჯამში,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა