კელი დეგნანი - კიდევ ერთხელ შევაქებ იმ გამბედაობას პოლიტიკური პარტიებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას

კიდევ ერთხელ შევაქებ იმ გამბედაობას იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა პარლამენტში იმყოფებიან უნდა განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები.

"პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ამ შეთანხმების მიღწევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, რომლის შედეგად პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ახლა ვხედავთ, თუ როგორ მუშაობს მრავალპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის დეტალები უნდა განიხილონ და მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე პოლიტიკური ლიდერები. ჯანსაღი პროცესია, რომ ისინი განიხილავენ ამ საკითხებს. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, გახლავთ ის, რომ პარტიები შევიდნენ პარლამენტში, იქ, სადაც მათ უნდა იმუშაონ და განახორციელონ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და ასევე სასამართლო რეფორმებს, რომელიც გააუმჯობესებს ზოგადად პირობებს , იმისათვის რომ ჩატარდეს უკეთესი არჩევნები და აღდგეს ხალხის და საზოგადოების ნდობა, როგორც არჩევნების ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ.

კიდევ ერთხელ მე შევაქებ გამბედაობას იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას" , - განაცხადა კელი დეგნანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს