ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვარს ესტუმრა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ე.წ.სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარს ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით ეფექტს, რომელიც აქვს მავთულის ღობეების მსგავს „ბორდერიზაციის“ ნიშნებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, როგორც გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე, ისე მათ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა მინისტრს სოფელ მუხრანში და შემდეგ გაუძღვა სტუმრებს სოფელ ოძისში, მათ შორის ოძისის გამშვები პუნქტისკენ, რომელიც დღეისთვის უკვე 600 დღეზე მეტია დაკეტილია.

ვიზიტის დროს, მისიის ხელმძღვანელმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო. კონკრეტულად, მან ხაზი გაუსვა უარყოფით ეფექტს, რომელიც აქვს მავთულის ღობეების მსგავს „ბორდერიზაციის“ ნიშნებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, როგორც გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე, ისე მათ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.

ოძისის გამშვები პუნქტის ხანგრძლივად დაკეტვის საკითხის განხილვისას, მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ან სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის თვალსაზრისით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა შემდგომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიამ გააძლიერა გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემები.

ვიზიტმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ინფორმაციის გაცვლამ საგარეო მინისტრს მისცა საშუალება მიეღო შთაბეჭდილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული ვითარების და ადგილზე სტაბილიზაციაში მისიის წვლილის შესახებ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მისიის როლის მნიშვნელობას ადგილზე და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ამაღლების საქმეში და მადლიერება გამოხატა ინფორმაციული გასვლითი ვიზიტისთვის”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა