სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ - ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა

„ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ - ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა,- ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა.

კითხვაზე, შესაბამის წინადადებას დააფიქსირებს თუ არა პირადად სხდომათა დარბაზში, სამადაშვილი პასუხობს, რომ სხდომათა დარბაზში განცხადება ოპოზიციის სახელით გაკეთდება.

„ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა იმით, რომ ოპოზიცია ვერ მუშაობს სრულფასოვნად საქართველოს პარლამენტში და დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს ფაქტობრივად, რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ისე, რომ არ მიეცა შესაძლებლობა არც ოპოზიციას, არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ საკუთარი აზრი წარმოედგინა, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს სასჯელს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ეს ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ასევე მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელიც მიღწეულ იქნა შარლ მიშელის მედიაციის დახმარებით. ამიტომ ჩვენ დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა და განხილვა ამ საკითხის და მიეცეს შესაძლებლობა როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ. ეს პოზიცია რომ დაგვეფიქსირებინა, სწორედ ამიტომ მოვედით პარლამენტში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ნაწილის სახელით განცხადებას სავარაუდოდ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი გააკეთებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა