ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ის 3%-ც აღარ გექნებათ - დადგება თვითმმართველობის არჩევნები და სარკეში ჩაგახედებთ

ის 3%-ც აღარ გექნებათ - დადგება თვითმმართველობის არჩევნები და ამასთან დაკავშირებით სარკეში ჩაგახედებთ, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მისამართით გააკეთა.

„გმადლობთ კრიტიკისათვის, შენიშვნისთვის. სწორედ ეს სჭირდება პარლამენტს და საზოგადოებას და არა ის, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან და რა უნდათ. ვერც ხალხს ხვდენინ, სახეში ვერ უყურებენ - ვერც შეხედავს ის ხალხი, ვისი ადგილებიც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში თავისუფალია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილის მისამართითმ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვაში მონაწილეობს. მან პროექტი ანტიკონსტიტუციურად შეაფასა.

ოხანაშვილმა ასევე უპასუხა გიორგი გახარიას გუნდში გადასულ ანა ბუჩუკურს და განაცხადა, რომ მისი შს სამინისტროში მუშაობის დროს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა მთელი რიგი მიმართულებებით გამკაცრდა. ოხანაშვილი დაინტერესდა, როდის იყო ბუჩუკური მართალი, როცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები გამკაცრდებოდა თუ - ახლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა