კელი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თითქმის ცამეტი წლისთავზე ელჩი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა. ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საელჩოს ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება.

„რუხის საავადმყოფოში ელჩმა სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ეხმარება მათ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი სამეგრელოსა და აფხაზეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში.

ასევე, ელჩი დეგნანი რუხის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები.

ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრისას ელჩმა განიხილა რეგიონის უნიკალური გამოწვევები და ისაუბრა აფხაზეთში მცხოვრებთათვის აუცილებელი მომსახურების გასაწევად ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა