სტიქიისგან დაზარალებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქიისგან დაზარალებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სოფლები: კაბალი, ბაისუბანი, მსხალგორი, დიდი გორი და თელა. მოსახლეობის განცხადებით, განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები და კენკროვანი ხილის ბაღები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაა და წუხანდელმა სტიქიამ ისინი შემოსავალის გარეშე დატოვა.

დაზარალებულების უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

ლაგოდეხის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომისია მუშაობს და ზარალის საბოლო შედეგების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახით დაეხმარებიან მოსახლეობას

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა