საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ინციდენტის ადგილი არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, არამედ, ოკუპირებული ტერიტორია იყო.
ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გუშინ, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი რუსი სამხედროების მანქანით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.