ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, „ფაიზერის“ მეორე დოზით 6 ათასი ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, „ფაიზერის“ მეორე დოზით 6 ათასი ადამიანია აცრილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია 45 ათასმა მოქალაქემ ჩაიტარა.

„ვაქცინაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო. დავიწყეთ „ასტრაზენეკათი“, ეს პროცესი განვითარდა „ფაიზერით“. დღევანდელი რიცხვით 45 ათასზე მეტი აცრა არის გაკეთებული, აქედან დაახლოებით 25 ათასი „ასტრაზენეკათი“, 13 ათასი ფაიზერით და „ფაიზერის“ მეორე დოზით 6 ათასი ადამიანი, ანუ მათ უკვე აქვთ სრული აცრა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა