ამირან გამყრელიძე - თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით

უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.

მან საქართველოს მოსახლეობას ამცრელ პუნქტებში აქტიურად მისვლისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. გამყრელიძის განცხადებით, 300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს უტოლდება.

”იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერადად ავიცრებით, გარე სივრცეში ნიღბებს უკვე მოვიხსნით. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. საშუალოდ გვქონდა 1200-1500 აცრა დღიურად, დღეს უკვე 2800-მდე ადამიანი უნდა აიცრას სამივე ვაქცინით ქვეყანაში, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში უკვე წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი, ეს მიზანი არის ჯანმრთელი მოსახლეობა, რომ ყოველდღიურად არ იყოს 10-15 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ყველამ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება