გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ შვებულებაშია, ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი სოლარიუმში, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია მოპარული ფულით - „მაისკიე პრაზდნიკი“ მოიწყვეს

„ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ყველა შვებულებაშია, ანუ შემდეგი 10 დღის განმავლობაში ამ ადამიანებს, რომც გინდოდეთ, ვერ იპოვით - ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმშია, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია თავისი მოპარული ფულით, ხალხი და სახელმწიფო, ისევ და ისევ, ყოველგვარი ყურადღების გარეშე მიტოვებულია , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეკონომიკური გათვლებით, ყოველი არასამუშაოდ გამოცხადებული დღე 100 მილიონი ლარი უჯდება საქართველოს ეკონომიკას და ხელისუფკების გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ ეკონომიკა, უკვე პარლამენტისა და ყველა სამინისტროს მუშაობაც შეწყვეტილია.

„ქვეყანაში არის უმძიმესი გაჭირვება, შიმშილი, ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს, ლარის კურსი გარბის, ინვესტიციები არ შემოდის, კორონავირუსით დღითი დღე მეტი ადამიანი, სამწუხაროდ, გვტოვებს და ამ პირობებში მთელმა „ქართულმა ოცნებამ“, მთელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შვებულებაშია აბსოლუტურად ყველა, ანუ შემდეგი 10 დღის განმავლობაში, ამ ადამიანებს, რომც გინდოდეთ, ვერ იპოვით - ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმშია, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია თავისი მოპარული ფულით და ხალხი და სახელმწიფო, ისევ და ისევ, არის ყოველგვარი ყურადღების გარეშე მიტოვებული. მე კითხვას ვსვამ, უმარტივესს, ნუთუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ხალხის ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართებით? ეკონომიკურად დათვლილია, რომ ყოველი არასამუშაოდ გამოცხადებული დღე ეს არის მინუს 100 მილიონი ლარი ჩვენს ეკონომიკაში და აქ მარტო ეკონომიკა კი არ გააჩერეს, პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს. საბჭოთა ტერმინი რომ იყო - „მაისკიე პრაზდნიკი“, ეს მოიწყვეს თავიდან ბოლომდე. ეს არის საგანგაშო. ნუთი ამ უბედურ გაჭირვებაში ხელისუფლებას ახლა უნდა ეცალოს, რომ 10 დღე, 2 კვირა გამოაცხადოს მთელი ქვეყნისა და თავისი თავისთვის შვებულებად? იქნებ მოიკითხოთ სად არის ეს ხალხი? ვინმემ იცით სად არიან ? ყველა არის თითქმის საზღვარგარეთ წასული დასასვენებლად. ამაზე უნდა ვაგებინოთ პასუხი და ამის გამოა, რომ ასეთი შიმშილი და გაჭირვებაა დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით,, როდესაც პარლამენტი მუშაობას განაახლებს, უნდა დაიწყოს განხილვები ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ როგორც არ ვისვენებთ არასდროს, არ ვისვენებთ ახლაც და ამ წუთასაც ვმუშაობთ, ხვალაც ვმუშაობთ, ზეგაც ვმუშაობთ და დიახ, მოვემზადები იმისთვის, როცა შვებულებიდან გამოვა განცხრომაში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიბრძანდებიან პარლამენტში, ვემზადები როგორც ამნისტიის კანონის განხილვისთვის, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტში არის დაახლოებით 15-20 საკანონმდებლო აქტში შესატანი ცვლილება, რაც უნდა დაინიცირდეს პარლამენტში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს