სოფელ კაპანახჩში სარწყავი არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისაგან მაგისტრალის ერთ-ერთი წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება.

ჩატარებული სამუშოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს. სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და დასრულების ეტაპზეა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს