ანონსი 7 მაისი

7 მაისს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველს წარადგენს.

მის: ინგოროყვას 7

7 მაისს, 11:00 საათზე, „ალტერნატივას" თავმჯდომარე ალექსანდრე პაიკიძე ტელეკომპანია „ახალის" პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს.

თემა: მაინერები - ენერგო მაფია და ტოტალური კონტროლის მექანიზმი.

მის: გურამიშვილის 78.

საკონტაქტო: 592 06 97 89

7 მაისს, 12:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებისთვის ვებინარს გამართავს. სპიკერი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

თემაა: „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები” .

ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული:

7 მაისს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრება.

მის: თემქის დასახლება 11მ/რ 2კვ

7 მაისს, 13:00 საათზე, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართება.

7 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სკულპტურა "თავისუფალი მოქალაქე" საზეიმოდ გაიხსნება.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, სასწავლო კორპუსების ეზო

საკონტაქტო: ლია გუმბარიძე 599891001

7 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი მრგვალ მაგიდას თემაზე: "საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები“ გამართავს.

მის: მერაბ კოსტავას ქუჩა # 75ბ.

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

7 მაისს, 18:30 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი სახოკია, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო