ანრი ოხანაშვილმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველო-გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში სამუშაო შეხვედრებს მართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბუნდესტაგში გერმანელ კოლეგას დოქტორ, ჰერიბერტ ჰირტეს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ქართველმა და გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები და პრიორიტეტებიც განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა