მამუკა მდინარაძე - სამართლებრივი არგუმენტაცია, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაედოს, არ არსებობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამართლებრივი არგუმენტაცია, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაედოს, არ არსებობს

როგორც მან ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს მმართველმა გუნდმა კანონპროექტის არსი გააცნო და მის კითხვებს უპასუხა.

„მგონია, რომ, ჩემდა გასაკვირად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არის გადაჭარბებული. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ერთი ცვლილება შეეხებოდა, იმას, რომ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიებასთან და მეორე - რომელიმე მოქალქეს მიაჩნია, რომ პირველ შემთხვევაში როცა ვინმე პოლიციელს შეურაცხყოფას მიაყენებს, არ დაემორჩილება, წინააღმდეგობას გაუწევს და ა.შ. რა სანქციაც არის, მეორე, მეშვიდე და მეთხუთმეტე შემთხვევაშიც იგივე უნდა იყოს? მგონია, რომ აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციელს აყენებდა ის ცუდ მდგომარეობაში. ისიც სპეკულაციურია, რომ მაინცდამაინც აქციებთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ. ეს საკითხი აქციებთან დაკავშირებით არ უნდა განვიხილოთ! თუკი, რაღაც ჯარიმა იწერება აქციაზე თუ იქ ვიღაც არ დაემორჩილა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, 99% და მეტი იწერება ჩვეულებრივად მიმდინარე შემთხვევაში, როცა აქციაზე არ არის საუბარი და სხვა საყოფაცხოვრებლო საკითხებია. თუ კითხვაზე პასუხია, რომ მეორე, მეხუთე, მეშვითე შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს გამკაცრებული, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდა პრეზიდენტს კანონპროექტთან დაკავშირებით არგუმენტები გააცნო.

„ყველაფერი მოვუყევით პრეზიდენტს თავისი სამართლებირივი არგმენტებით. ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებთან არის აბსოლუტურად შესაბამისობაში, კონსტუტიცუასთანაც. მსგავსი შემთხვევებისთვის ადმინისტრაციული სანქცია გაცილებით მკაცრია ევროპის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. მე მაინც იმედი მაქვს პრეზიდენტი ამას გაიზიარებს. მას არ შეუმჩნევია და არ მოხუდენია ჩვენთან თავისი განწყობის დეკლარირება, დასვა კითხვები და მის დასკვნებზე ვერაფერს ვიტყვი. წინასწარ ნურც ვეტოს დაძლევაზე ვილაპარაკებთ. თუ ის ვეტოს დაადებს, რაც ჩემი აზრით სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა, გააჩნია რა არგუმენტაცია მოყვება ამას და ამ შემთხვევაში იმსჯელებს პარლამენტი ვეტოს დაძლევაზე. მაგრამ თუ ვეტოს დადების შემთხვევაში, იქ იქნება ისეთი საკითხები, რომელიც განხილვადია, რაციონალურ კონტექსსა და ჩარჩოში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება. ჩემი ვარაუდია, რომ სამართლებრივი არგუმენტაცია ვეტო დაედოს, არ არსებობს. ეს კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან არაფერ შუაშია და ვინც ამას აკავშირებს შარლ მიშელის დოკუმენტთან, მათი და ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა