მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი ცდილობდა დეტალურად გარკვეულიყო როგორც საერთაშორისო პრაქტიკაში, ასევე ჩვენი გადაწყვეტილების იურიდიულ მოტივაციაში

ჩვენ უქმე დღეებშიც ვმუშაობთ და ჩვენი ოპოზიციისთვის სულ უქმე დღებია, გარდა იმისა, რომ პროტესტს გამოხატავენ ხოლმე ქუჩაში, დანარჩენი ისინი მუშაობაზე საერთოდ უარს ამბობენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განმარტა, რატომ განიხილეს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები დაჩქარებული წესით.

“ამ ცვლილების მიღების ვადა იყო ივნისამდე, ასევე წინასწარ ვიცოდით, რომ გადაწყვეტილება იყო უქმე დღეებთან დაკავშირებით. ბევრი მედიასაშუალება ამბობს, თითქოს საქართველოს პარლამენტი საერთოდ გაჩერებულია, ჩვენ უქმე დღეებშიც ვმუშაობთ და ჩვენი ოპოზიცისითვის სულ უქმე დღებია, გარდა იმისა, რომ პროტესტს გამოხატავენ ხოლმე ქუჩაში, დანარჩენი ისინი მუშაობაზე საერთოდ უარს ამბობენ. ჩვენ პარლამენტში ვართ, დღეში 20 დეპუტატისგან ინტერვიუებს იწერთ, ისინიც პარლამენტში არიან და მუშაობენ. ეს უქმე დღები ვერ იქნებოდა სესიებისთვის გამოყენებული, იყო რისკი იმისა, რომ 1-ელ ივნიდამდე ეს ვერ მოსწრებულიყო. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად ვიცით, რომ 1-ელ ივნისადმე ყველა ვარიანტში მიღებული უნდა ყოფილიყო, ეს იყო ვადა და გადაწყვეტილებაც კარგად იცით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს ისმენდა.

„პრეზიდენტის კითხვებში არ ყოფილა მინიშნება იმის თაობაზე, რომელი აზრის გამომხატველის პოზიციას ეყრდნობა მისი კითხვები. რეალურად, ობიექტურად, ის მიყვებოდა სამართლებრივ, პოლიტიკურ, ყველანაირ არგუმენტს, რაც კი გამოთქმულა ნებისმიერი მხრიდან და ყველა ამ არგუმენტზე შემხვედრ არგუმენტს ითხოვდა, განსაკუთრებით ხაზგასმა მის კითხვებში ჩანდა სამართლებრივი არგუმენტების მიმართ და ცდილობდა, დეტალურად გარკვეულიყო როგორც საერთაშორისო პრაქტიკაში, ასევე ჩვენი გადწყვეტილების იურიდიულ მოტივაციაში“, -განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა