ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარლგებში, წარმოდგენილი პროექტებიდან 7-ზე დღეს ტენდერი გაიხსნება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება.

„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ვიყავით, ჩავატარეთ კომისიის სხდომები. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო იმერეთში, რაჭა -ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში. პროექტები და არეალები ქალაქების მერებმა წარმოადგინეს. ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო, მათ შორის, თვითონ ამ მდებარეობების განსაზღვრისას. შეირჩა ისეთი მდებარეობები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ზოგადად სოციალურ - ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. როგორც პროგრამის ფარგლებში იყო გამოცხადებული, ბუნებრივია გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, ასევე სხვა ფუქნციონალური ელემენტები, რომელიც იქნება ჩაწერილი როგორც არსებულ, ასევე ახალშექმნილ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენას ბიძგს მისცემს. ამაში სწორედ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იქნება მაღალი ჩართულობით წარმოდგენილი. ეს იქნება სარგებელი უშუალოდ იმ მუნიციპალიტეტისთვის, მოქალაქისთვის და იქნება ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.

მთლიანობაში განვიხილეთ ეს. ამ პროექტების ძალიან დიდი ჩამონათვალია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის სხვადასხვა ცენტრალური მდებარეობები, სხვადასხვა მრავალი საჭიროება და ეს პროცესი გაგრძელდება. ტენდერების ნაწილი გამოცხადებულია და დღეს კიდევ იხსნება 7“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა