ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტს გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის „ლიდერი“ ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბიბილოვის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიბილოვი მონაწილეობას მიიღებს დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლებიც 11 და 12 მაისს გაიმართება.

ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერებთან, დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკოვთან შეხვედრასაც გეგმავს.

დე ფაქტო ცხინვალმა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2014 წელს ცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა