საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად  არჩევას ულოცავს

საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტანტინე ტასოულასი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მსურს, გადმოგცეთ როგორც პერსონალურად ჩემი, ასევე, საბერძნეთის პარლამენტის წევრთა გულითადი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები საქმიანობისას.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივი, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაში", - წერია საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც წერილში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა