ნიკა მელია - თუ ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაცია არ ექნებათ, თბილისში ათივე ოლქს „ქართული ოცნება“ მოიგებს

მე არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მე უკან არ დავიხევ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ნიკა მელიას განმარტებით, თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა, კლიმატი არ იქნება საბრძოლო.

„მაღალი დონის კოორდინაცია უნდა იყოს, მაინცდამაინც რატომ მიმდინარეობს საუბარი თბილისის მერობის კანდიდატზე ძალიან მიკვირს. მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, თბილისის მასშტაბით 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება და არა - 25. თუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ კოორდინაცია, ათივე ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“. მაგალითად: საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - თუ ოპოზიციას ეყოლება ექვსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ხელისუფლებას ერთი, მოიგებს. ვიღაცა თუ ამბობს, არ შეიძლება აქ კოორდინაცია, ვიღაცის ქოლგის ქვეშ ეს კონფრონტაციული საუბარია. მესამე ცენტრობა რატომ უნდა გინდოდეს, მე პირველი ცენტრობა მინდა. 43% ძნელად მისაღწევია, პლიუს მიცემული გვაქვს 150 000 - ხმიანი ფორა. რეგიონებში როდესაც არჩევნები ტარდება, დავინახეთ როგორი ძალადობა და რეპრესიებია. ყველა პარტიული სია უნდა იყოს დამოუკიდებლად წარმოდგენილი. თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა კლიმატი არ იქნება საბრძოლო. გავატარებთ კამპანიას ერთმანეთის ჭამაში. მაშინ ვაღიაროთ, რომ 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იქნება”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც მელია აღნიშნავს, გარდა თბილისის მერობის კანდიდატისა ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის საერთო კანდიდატზე უნდა შეჯერდეს.

„არა მარტო საერთო თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს, საკრებულოს თავმჯდომარეც, საერთოდ უნდა ვიცოდეთ. მე არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხევ. საქართველოს ოლქების 50%-ში მაინც, რომ ერთობა ყოფილიყო, დღეს ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია იქნებოდა. საუბარი იმაზე, რომ კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია წარმატების მიღწევა, სინამდვილეს არ შეესაბამება. მე მექნება ყველა ჩვენს პარტნიორთან, აქტორთან კონსულტაცია და ჩემს ხედვას გავაცნობ“,- განაცხადა მელიამ „მთავარი არხის" ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა