ალეკო ელისაშვილი - არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი

არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 13 მაისს გიგი უგულავას პროცესის დანიშვნას გამოეხმაურა.

მან უგულავას „დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი“ უწოდა.

"არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. არის აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში, 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა