„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნების და კომუნიკაციების გეოპოლიტიკის შესახებ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გამართულ სემინარში „სატრანსპორტო დერეფნების და კომუნიკაციების გეოპოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ინფორმაციას “ჯეოქეისი” ავრცელებს.

მათი ცნობით, სემინარზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და მონაწილეებს საინტერესო შეკითხვები დაუსვა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა.

„ვიქტორ ყიფიანის გამოსვლა ეძღვნებოდა რეგიონში მეორე ყარაბაღის ომის შედეგად შექმნილ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რეალიებს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ურთიმიმართებას ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, დასავლეთის დამოკიდებულებას რეგიონისადმი და რუსეთსა და თურქეთის ფაქტორს სამხრეთკავკასიური რეგიონალური პარადგიმის ფარგლებში. ბუნებრივია, რომ საგანგებო ყურადღება გამახვილდა უკვე არსებული და მოაზრებული სატრანსპორტო პროექტების არსზე, ისევე როგორც გაკეთდა ცალკეული საჭირო შედარება და მიმოხილვა.

ვიქტორ ყიფიანმა მთიან ყარაბაღში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური პროცესების დროს საქართველოს პოზიციის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაზე, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის სახელმწიფოსთან, რაც დაფიქსირდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 3 ოქტომბრის განცხადებაშიც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო არცერთ კონფლიქტში მონაწილე მხარის პოზიციას არ დაიჭერდა და მათ თბილისში მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებოდ აღინიშნა, ქართული მხარის დაბალანსებული და რაციონალური დამოკიდებულება კონფლიქტში მონაწილე მხარეთა მიმართ.

ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, როდესაც საუბარია საქართველოს ფაქტორზე რეგიონულ სტრატეგიულ დერეფნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია დასავლეთის ფაქტორისა და გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინება. ხოლო, უკვე არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი სატრანსპორტო ნაკადებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ “გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფნების პროექტის განხორციელება მხოლოდ მხარეთა სურვილზე არ არის დამოკიდებული”.

„აქ ასევე მთავარია ინვესტიციების მოზიდვა, ამა თუ იმ პროექტის საფინანსო მოდელირება და პროექტის სტაბილურობისადმი ნდობა. ასევე გასათვალისწინებელია დერეფნის უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მან საგანგებოდ ისაუბრა საქართველოს უკვე არსებულ სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე, ისევე როგორც ქართული საშინაო და საგარეო პროცესების მნიშვნელობაზე რეგიონის ქვეყნებისათვის.

სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა თურქეთის ფაქტორის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სწორედ თავად თურქეთისთვისაც პრიორიტეტულია როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანთან, ისევე სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, რომ მოხდეს რუსეთის გავლენის შემცირება რეგიონში.

„თურქეთმა უნდა შეძლოს კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ასევე სომხეთთან, რადგან მხოლოდ ამგვარი პოლიტიკის წარმოებით არის შესაძლებელი რუსეთის გავლენის ზრდის შეფერხება რეგიონში”,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, ყარაბაღის კონფლიქტისას რუსეთის ამოცანა წინა კონფლიქტებისგან თვისობრივად განსხავევბული იყო.

როგორც “ჯეოქეისში” აცხადებენ, საქმე ისაა, რომ მოსკოვს მხედველობაში ჰქონდა მისაღები, როგორც სომხეთთან პარტნიორობის ფაქტორი, ისე აზერბაიჯანთან თანამშორმლობის შენარჩუნების აუცილებლობა. ეს კი დიდად განაპირობებდა რუსული მოქმედების თავისებურებას. ვიქტორ ყიფიანი აგრეთვე მიიჩნევს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამ ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულება განსაკუთრებით საყურადღებოა.

„რუსეთ-თურქეთის რეგიონში ურთიერთობებს ფრთხილი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა რუსეთმა თავადვე შეზღუდა რეგიონის პროცესებში თურქეთის მონაწილეობა, რაც მოსკოვში გაფორმებულ 10 ნოემბრის შეთანხმებაშიც ნათლად გამოჩნდა,“-აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

კონფერენციაზე გამოსვლის სიტყვა უფრო ვრცლად გამოქვეყნდება ჟურნალში New Eastern Europe.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო