ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა გირაოს გადახდის დემონსტრირებით, პირველ რიგში, სააკაშვილს უჩვენა წითელი ბარათი, რომ დესტრუქციის განხორციელების მის ზრახვებს პერსპექტივა არ აქვს

ევროკავშირმა გირაოს გადახდის დემონსტრირებით, ყველას და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს უჩვენა წითელი ბარათი, რომ დესტრუქციის განხორციელების მის ზრახვებს საქართველოში მელიას ინსტრუმენტად გამოყენებით, პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს თუ არა შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

„შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს სრულად დამოკიდებულია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ეს არის მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი, რასაც ეტყვის, იმას გააკეთებენ. თუ ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ, რა თქმა უნდა, შემოვლენ პარლამენტში. თუმცა, სადაც არ უნდა იყვნენ, მათ აქვთ ერთი დღის წესრიგი, ეს არის დესტრუქცია და რადიკალიზაცია. ამ რადიკალიზაციის მცდელობის სურვილი ჰქონდათ მათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც ევროკავშირმა არ მისცა, აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის მელიას მეშვეობით გეგმავდა. თუ ისინი, ამ პროცესში ჩაერთვებიან, ეს მათი არჩევანია, თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი დესტრუქციული სცენარიდან და იდეებიდან გადავლენ პოზიტიურ დღის წესრიგზე.

ნიკანორ მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს.

მოაწერენ ხელს თუ არ მოაწერენ, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი თვითლუსტრაცია, ეს ჯგუფი ერთი-ერთში ეწინააღმდეგობოდა ქვეყნის დემოკრატიული ინტერესების გატარებას და ამით ასხამდა იმ ქვეყნის წისქვილზე წყალს, ვისაც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება არ სურს. ეს დადასტურდა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის დღეს.

ევროკავშირმა გირაოს გადახდის დემონსტრირებით, ყველას და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს უჩვენა წითელი ბარათი, რომ მის ზრახვებს საქართველოში დესტრუქციის განხორციელების მელიას ინსტრუმენტად გამოყენებით პერსპექტივა არ აქვს, ამით წერტილი დაუსვა რუსული სცენარის დესტრუქციის განხორციელებას, რისი ამბიციაც და მიზანიც ჰქონდა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, თუკი, ნიკა მელია, ოპოზიციის მერობის კანდიდატად დასახელდება, როგორი კონკურენტი იქნება ის „ქართული ოცნებისთვის“, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება გარანტირებულად მოიგებს.

„მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება. თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს