ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მაისიდან რუსული ვაქცინით, „სპუტნიკით“ აცრა იწყება

ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მაისიდან რუსული წარმოების „სპუტნიკით“ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ვარდანიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.

რუსული ვაქცინის პირველი პარტია ოკუპირებულ აფხაზეთში 30 აპრილს ჩაიტანეს.

„ვაქცინაციის ფართი აფხაზეთის ყველა რაიონში ცენტრალური საავადმყოფოების ბაზებზეა გამზადებული. აცრები ხვალიდან დაიწყება“ , - განაცხადა ვარდანიამ.

მისი თქმით, სოხუმში ვაქცინაციის სამი პუნქტი იმუშავებს, სადაც, პირველ რიგში, მედიცინის მუშაკებს აცრიან, შემდეგ კი იმ პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან: მასწავლებლებს, სოციალურ მუშაკებს, სამართალდამცავებს, შემდეგ კი რიგით მოქალაქეებს.

დე ფაქტო მინისტრის მოადგილის თქმით, აფხაზეთის მცხოვრებლები ჯერ დიდ აქტივობას არ იჩენენ აცრებისადმი. თუმცა, მისი თქმით, არიან ისეთები, ვინც ამ ვაქცინებს დიდხანს ელოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 14 834 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 823 ადამიანი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს