ირაკლი კობახიძე - შარლ მიშელის მემორანდუმით მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს

შარლ მიშელის მემორანდუმით მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა. სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ნიკა მელიაც უარს იტყვის ამნისტიაზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართაც გაგრძელდება.

„თუ ვინმეს აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაული, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ვინ ვის მოერეოდა, მაგაზე შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, ეს არის სამართალდამცავების პრეროგატივა.

ამასთან, თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, ბუნებრივია, მასზეც გაგრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და შეიძლება დადგეს შესაბამისი განაჩენი, რაც არის მთლიანად გამოძიების და სამართალდამცავი სისტემის პრეროგატივა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ მის საქმეზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე, ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს არის მერვე საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღძრეს, რაც არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე მეტყველებს.

ცნობისათვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა