„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა

დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იწყება.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტი დაიხურა.

სამშაბათს საღამოს ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, რადგან თელ-ავივში რაკეტების გაშვების საფრთხე არსებობდა.

მანამდე ტერორისტულმა ორგანიზაციამ განაცხადა: ”თუ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას - შემდეგი იქნება თელ - ავივის მიმართულებით”.

შეგახსენებთ, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა