ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციები დაიწყება, მაშინ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს

ისრაელი ღაზაში მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა , - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.

„ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის, რომ ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა “, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელმა ღაზას მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ნაწილში გადასულიყო.

”ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან სულგრძელობა გამოვიჩინეთ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გავეცით დიდი გაფრთხილება, 25 საათზე მეტი ხნის წინ. დროა, ღაზას მცხოვრებლები წავიდნენ. აიღეთ თქვენი ნივთები, წადით სამხრეთში. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ გაებმებით ხაფანგში, რომელსაც „ჰამასი“ გიგებთ“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზას სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით”, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს