ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ისრაელზე თავდასხმები ძვირად დაუჯდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო იერიშების შემდეგ აცხადებს, რომ „ჰამასს“ და „პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას“ ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები.

„სისხლი მათ ხელზეა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე და ამ ანკლავში რეიდებს განაგრძობენ.

ნეთანიაჰუ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ყველა უსაფრთხოების მითითება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.

ცოტა ხნის წინ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:ბენიამინ ნეთანიაჰუ - "ჰამასსა" და "ისლამურ ჯიჰადს" ისრაელზე თავდასხმები ძვირად დაუჯდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა