ისრაელის ზურგის სამმართველომ ახალი რეკომენდაციები გასცა

ისრაელის ზურგის სამმართველომ ახალი ინსტრუქცია გამოაქვეყნა, რომელიც 12 მაისის 18:00 საათამდე იმოქმედებს ბეერ-შევიდან გერცლიმდე.

მითითებულ ტერიტორიაზე უქმდება სწავლა სასწავლო დაწესებულებებში. მათ შორის წრეებსა და სპორტულ სექციებში. ღია სივრცეში ნებადართულია არაუმეტეს 10 ადამიანის შეკრებისა, დახურულ სივრცეებში ყოფნის უფლება ექნება 100-მდე ადამიანს.

ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოს და დაწესებულების მუშაობა, რომელთა თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფარში მოხვდნენ სამმართველოს მიერ დადგენილ დროში.

ზურგის სამმართველო მოსახლეობასაც მიმართავს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, თუკი ამის აუცილებლობა არ აქვთ.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელმაც დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად მუშაობა შეაჩერა, მუშაობა ამ დროისთვის უკვე განაახლა. ამის შესახებ ებრაული მედიასაშუალებები იუწყებიან.მათი ინფორმაციით, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი უკვე ახორციელებს რეისების მიღებასა და გაშვებას.

იხილელთ ვიდეო:ისრაელის ზურგის სამმართველომ ახალი რეკომენდაციები გასცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს