ისრაელის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ორი მაღალი რანგის ლიდერი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ორი ლიდერი მოკლეს მას შემდეგ, რაც შენობაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მიზანმიმართული ავიაიერიში განახორციელეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა.

ამასთან, ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ კიდევ სამი ლიდერის სახლები გაანადგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი სახლები „ტერორისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს