ისრაელი აცხადებს, რომ ღაზადან 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ისრაელის თავდაცვის ძალებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების“ პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90 პროცენტი გაანეიტრალა.

ზილბერმანის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.

იხილეთ ვიდეო:ისრაელი - ღაზადან 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს