ანრი ოხანაშვილი - ჩვენი საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“, საზოგადოების უდიდეს ნაწილში, არანაირი სიმპათიით არ სარგებლობენ

ჩვენი საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“, საზოგადოების უდიდეს ნაწილში, არანაირი სიმპათიით არ სარგებლობენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დრომდე თავს იკავებს პარლამენტში შესვლაზე, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დემოკრატიული ღირებულებები უცხოა.

„ეს არის არადემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი თვითლუსტრაცია. ისინი ჩამოყალიბდნენ, როგორც ძირითადად ქუჩაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვისაც უცხოა დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები. მათი ქცევით და დამოკიდებულებით, ამის დემონსტრაციას ახდენენ.

მათ ზურგი აქციეს ევროკავშირს, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას. ეს არახალია, ყველასთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაუცხოებულია ხალხთან, ამ ჯგუფებს არ აქვთ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა. ჩვენი საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილში, არანაირი სიმპათიით არ სარგებლობენ. ეს მათი არჩევანია, ეს მათი თვითლუსტრაციაა, როგორც არადემოკრატიული პარტიის“,-აცხადებს ოხანაშვილი.

იხილეთ ვიდეო:ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საზოგადოება "ნაციონალურ მოძრაობას" არ ენდობა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა