ანრი ოხანაშვილი - ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ ამნისტია ამ ფორმატით მივიღოთ და რევიზიას ეს აღარ ექვემდებარება

„ქართული ოცნების“ ინტერესი და სურვილი არასდროს ყოფილა, რომ რაიმე ტიპის ამნისტია გამოცემულიყო, მითუმეტეს ადამიანზე, რომელიც პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის ჩაწერის პირობა ,,ქართულ ოცნებას“ არ დაუდია, თუმცა რადგანაც ეს შეთანხმებაში ეწერა და ორივე მხარემ იკისრა ვალდებულება, რევიზიას აღარ ექვემდებარება.

„ეს ამნისტია არავის არაფერს არ უზღუდავს, არის სავსებით სამართლიანი, სწორი და გამართული. თუკი ვინმემ დააშავა პასუხი უნდა აგოს. მაგრამ, რადგან ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდა და ჩაიდო ამ დოკუმენტში, არა „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ჩვენ არ ჩაგვიწერია ეს და არ დაგვიდია პირობა, რომ ამ დოკუმენტში ამნისტია უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, თუმცა ეს შეთანხმებაში ჩაიწერა, ჩვენ წინააღმდეგი არ წავედით ამ შეთანხმების. ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ ეს ამნისტია ამ ფორმატით მივიღოთ და რევიზიას ეს აღარ ექვემდებარება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა