ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული „სპუტნიკით” ვაქცინაცია დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინაცია სოხუმის #1 პოლიკლინიკის ბაზაზე დაიწყო და დღის განმავლობაში 14 ადამიანი აიცრა.

პოლიკლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, ვაქცინაციისთვის მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ აფხაზური ე.წ. პასპორტი, დედაქალაქის მაცხოვრებლებს კი - ე.წ. ადგილობრივი რეგისტრაციის მოწმობა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ 6 500 დოზა 30 აპრილს ჩაიტანეს. ბოლო მონაცემებით, რეგიონში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 14 834 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 13 823 და დაიღუპა 224 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა