ნიკა მელია - როდესაც მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, ბუნებრივია, ის თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს - რატომ ღელავს „ქართული ოცნება“, ეს უფრო მიკვირს

როდესაც აბსოლუტურად მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების შექმნა-ჩამოყალიბებას, ბუნებრივია, ის თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სტრასბურგის სასამართლოში თავის საქმეზე გაგზავნილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე.

“ვინმეს უკვირს „ქართულ ოცნებაში“ რომ სარჩელი ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდა? რატომ ღელავს „ქართული ოცნება“, ეს უფრო მიკვირს. ეს საქართველოს წინააღმდეგ არ არის. ადამიანს როდესაც ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების შექმნა-ჩამოყალიბებას და ეს ადამიანი აბსოლუტურად მართალია, ბუნებრივია, თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს. მსგავსი საფუძველი უბრალოდ არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ძალიან გთხოვთ, „ქართული ოცნება“ რომ დარდობს და მის პოლიტიკურ პერსპექტივებს წყალი უდგება, ნუ მთხოვთ, რომ მე ვიდარდო ამაზე. ჩემი აზრით, მე არ უნდა ვდარდობდე; „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე. ნებისმიერ შემდეგ ხელისუფლებასაც, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და მძიმე შეცდომას დაუშვებს, პასუხისგებაც მოუწევს. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა „ქართული ოცნებაც“ და კიდევ უფრო გაღრმავდება მათი პრობლემა“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება და ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების მისამართით კითხვას სვამს შესაძლო პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საკითხზე.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა