მედია - გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის საკითხზე საგანგებო შეხვედრა გამართა, თუმცა საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

გაეროს უშიშროების საბჭომ მორიგი საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელზეც ისრაელ-პალესტინას შორის გამწვავებული ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს.

როგორც მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ აშშ-ის მხრიდან წინააღმდეგობის გამო.

როგორც დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა იუსრვა, სააგენტო AFP-ს განუცხადა, აშშ მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს შეხვედრა საკმარისია შეშფოთების გამოსავლენად.

„აშშ მიიჩნევს, რომ განცხადება სიტუაციის დეესკალაციას ვერ დაეხმარება“, - აღნიშნა კიდევ ერთმა წყარომ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, საბჭოს 15 წევრიდან 14 მხარს უჭერდა ერთობლივი დეკლარაციის მიღებას, რომლის მიზანი დაძაბულობის შემცირება იყო. დიპლომატების თქმით, გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ტორ ვენესლანდი შეხვედრისას აცხადებდა, რომ „ორშაბათის შემდეგ სიტუაცია უარესდება და სახეზეა ძალადობის სპირალის საფრთხე“. გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ორშაბათს გაიმართა. მაშინაც აშშ-მა ასევე არ დაუჭირა მხარი განცხადებას, სადაც ყველა მხარეს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა