ჟოზეფ ბორელი - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, რეაგირება უნდა იყოს პროპორციული

უნდა დასრულდეს მწვავე ესკალაცია ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის ძალადობის სერიოზული ზრდა ღაზასა და მის გარშემო - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის სპეციალურ განცხადებაში.

„ევროკავშირი შეშფოთებულია დიდი ოდენობით სამოქალაქო პირთა, მათ შორის ბავშვების, დაშავებისა და დაღუპვის გამო. პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და დეესკალაციის მხარდაჭერისკენ. დაუშვებელია რაკეტების ქაოტური გაშვება „ჰამასისა“ და სხვა ჯგუფების მხრიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მისი მხრიდან რეაგირება უნდა იყოს პროპორციული და ძალების გამოყენებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ფართო კონფლიქტი, რომელიც, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ორივე მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე. იერუსალიმში პატივი უნდა სცენ სტატუს - ქვოს წმინდა სალოცავებში და გარანტირებული იყოს ლოცვის თავისუფლება“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

აქვე ის აღნიშნავს, რომ რეგიონში კავშირი აქვს შესაბამის მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და მხარი დაუჭიროს შემდგომი ძალადობის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა