„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების - აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას რადიო „საუთ ალ-აქსა“ ავრცელებს.

ამასთან, ებრაული მედია იუწყება, რომ ადგილობრივი დროით 19:20 საათზე განგაშის სირენის ხმა ისმოდა ხოლონში, რიშონში, ლეციონში, იავნეში, შფელას ოლქსა და ისრაელის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის აშკელონში.

სასწრაფო დახმარების სამსახური სდეროთში სამი დაჭრილის შესახებ იუწყება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო