ღაზასა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 70-ს აჭარბებს

„ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაჯგუფების რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა და ღაზაში მდებარე კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ორშაბათიდან დღემდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზაში სულ მცირე 67 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი არის დაღუპული.

ამასთან, გრძელდება ძალადობის ფაქტები ისრაელის ეთნიკურად შერეულ ტერიტორიებზე, სადაც ებრაელები და არაბები არიან დასახლებულები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოძალადეთა ჯგუფები თავს ესხმიან როგორც ებრაელებს, ასევე არაბებს. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ამ დრომდე 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა