ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ღაზაში „ჰამასზე“ თავდასხმას გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ შეტევას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასისა“ და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს“, - აცხადებენ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო