რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს!

ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე საზიზღარი თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს“, - დაწერა ერდოღანი „ტვიტერზე“.

მისი შეფასებით, ისრაელის ქმედებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საერთაშორისო სამართალსა და ყველა ადამიანურ ღირებულებას არღვევს.

„თითოეული მუსლიმის მოვალეობაა, დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს სწრაფი და ეფექტური ზომებით, ეს დაადასტურებს, რომ საერთაშორისო სისტემა დანგრეულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა