ისრაელის მედია - პალესტინელების სამიზნეს „რამონის“ საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენდა

ღაზას სექტორიდან გამოსროლილი ერთ-ერთი რაკეტა ჰეველ ეილოტის რეგიონში, ქალაქ ეილათთან ახლოს დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პალესტინელების სამიზნეს „რამონის“ საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა და თვითმფრინავების დასხდომა ბენ გურიონის აეროპორტის ნაცვლად „რამონის“ აეროპორტში ხდება.

აღსანიშნავია, რომ ეილათთან ახლოს ჩამოვარდნილმა რაკეტამ დაახლოებით 250 კილომეტრი დაფარა. რაკეტის გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დაიწყო ახალი რაკეტის - Ayyash 250-ის- გამოყენება, რომელიც მას საშუალებას მისცემს ისრაელში ნებისმიერ წერტილს დაარტყას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა