ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზას სექტორში არ იმყოფებიან

ისრაელის სახმელეთო ჯარები ამჟამად ღაზის სექტორში არ იმყოფებიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

თუმცა, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორზე შეტევას როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო ძალები ახორციელებენ.

“განმარტება: ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარები ღაზას სექტორში არ იმყოფებიან. ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ძალები ახორციელებენ თავდასხმებს ღაზას სექტორში არსებულ სამიზნეებზე,“- აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალები ამ განცხადებით ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარებმა ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევა დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა