ხატია დეკანოიძე - კობახიძეს ვპირდები, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ

კობახიძეს ვპირდები, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის" ირაკლი კობახიძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, უკვე ყველას პოზიცია ჩამოყალიბებულია პოლიტსაბჭოში, მათ შორის, ყველა იმ ადამიანის, ვინც ფლობს მანდატს. დეკანოიძე ფიქრობს, რომ ამ ახალი რეალობის გათვალისიწინებით, როდესაც პარლამენტი ერთპარტიული არ არის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის,რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგეს ღირსეულად და დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი.

"მოვისმინე დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა ბატონი კობახიძის განცხადებებმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარადამავალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ", - აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,რომ "უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა