ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით, ეს ჯერ არ მორჩენილა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები მძიმე საფასურს გადაიხდიან ისრაელზე თავდასხმისთვის და ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

„მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით. ბოლო დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამიზნეებზე.

„ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ და ასე გავაგრძელებთ. ისინი თავს დაგვესხნენ ჩვენს დღესასწაულზე, ისინი თავს დაესხნენ ჩვენ დედაქალაქს, მათ რაკეტები დაუშინეს ჩვენს ქალაქებს. ისინი იხდიან და კვლავაც გადაიხდიან მძიმე საფასურს ამისთვის. ეს ჯერ არ მორჩენილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება აღვადგინოთ ჩვენს ქალაქებში და მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ლიდერებს და ყველა სხვას, ვინც მხარდაჭერა შესთავაზა.

„ისინი ემხრობიან ჩვენს ბუნებრივ და აშკარა უფლებას, რომ დავიცვათ თავი იმ ტერორისტებისგან, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და მათ უკან იმალებიან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა