ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ალან ჯაფარიძე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე ალან ჯაფარიძე ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ჯაფარიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, პირის უკანონოდ დაკავება ოკუპირებული ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ განხორციელდა.

„ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლება ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექნიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო