გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ცეცხლის შედეგად საზღვარზე პროტესტის ლიბანელი მონაწილე დაიღუპა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ლიბანელი პროტესტის მონაწილე ემსხვერპლა. „მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკებმა ლიბანელი პროტესტის მონაწილეების მისამართით ისროლეს, რომლებმაც ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე გაქცევისას დაიჭრა და გარდაიცვალა“, - წერს გამოცემა Times of Israel.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ტერიტორიაზე მოსაზღვრე ლიბანიდან რამდენიმე პირი შეიჭრა, მათმა ტანკებმა კი არეულობის მონაწილეების მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. მათივე ცნობით, არეულობის მონაწილეებმა ლიბანის ტერიტორიაზე დაბრუნებამდე სასაზღვრო ღობე გაარღვიეს და ტერიტორიაზე ცეცხლი დაანთეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებს „ჰეზბოლას“ დროშა ეკავათ.

ინციდენტი ისრაელის ქალაქ მეტულასთან მოხდა. 13 მაისს ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსაზღვრე ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს და რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროებთან. სავარაუდოდ, ისრაელის მიმართულებით რაკეტები ლიბანის სამხრეთში მცხოვრები პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდან გაუშვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო