ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტი გაანადგურეს. მათივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე ასევე, განადგურებულია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი პუნქტი. თავდასხმა ისრაელის ავიაციამ განახორციელა.

გარდა ამისა, ისრაელის მედიასაშუალებები გადმოსცემენ, რომ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული 40- წუთიანი შეტევის შედეგად, ისრაელმა „ჰამასის“ სარგებლობაში არსებული გრძელი გვირაბების ქსელი გაანადგურა და „ჰამასის“ ათობით მებრძოლი მოკლა.

სამხედრო უწყების ინფორმაციით, ეს ვითარების გამწვავების შემდეგ ისრაელის მხრიდან განხორციელებული ყველაზე მსხვილი შეტევა იყო. მედიის ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა სულ 450 ბომბი ჩამოაგდეს.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის