ისრაელმა ღაზაზე ავიაიერიშები, „ჰამასმა“ კი ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები განაახლა

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პალესტინის რელიგიური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მეჩეთი გაანადგურეს.

ამასთან, სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელმა დღეს დილით იერიში ღაზაში, „შათის“ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სახლზე მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.

პალესტინელების მტკიცებით, თავდასხმის შესახებ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქების აშკელონისა და აშდოდის წინააღმდეგ ღაზადან სარაკეტო თავდასხმები დღეს დილიდან ხორციელდება.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა